The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ავთო მახარაძე

ავთო მახარაძე
Legal name:ავთანდილ მახარაძე
Date of birth:16 July, 1943  (81 years)
Category:Actor/Actress

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი 1965 წელს.

1965-1966წწ. მოღვაწეობდა ზუგდიდის შ. დადიანის სახელობის დრამატულ თეატრში. 1966 წლიდან თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრის მსახიობია. განსაკუთრებული როლებიდან აღსანიშნავია: აბიბო (ნ. დუმბაძის "მზიანი ღამე"), ბუხუტი (ო. იოსელიანის "სანამ ურემი გადაბრუნდება"), ბორის გოდუნოვი (ა. ტოლსტოის "ივანე მრისხანის სიკვდილი"), ტიბალტი (უ. შექსპირის "რომეო და ჯულიეტა"), მოამბე (სოფოკლეს "ოიდიპოს მეფე"), მეფე ედუარდ IV, კენტერბერის არქიეპისკოპი, მასხარა (უ. შექსპირის "რიჩარდ მესამე"), გლოსტერი (უ. შექსპირის "მეფე ლირი") და სხვა. მონაწილეობს ქართულ და საზღვარგარეთის კინოფილმებში. საერთაშორისო აღიარება მოიპოვა აბელ და ვარლამ არავიძეების ვირტუოზულად განსახიერებული როლებით (თ. აბულაძის ფილმში "მონანიება"). ამ ფილმში მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის მიღებული აქვს რუსეთის კინოაკადემიის პრიზი "ნიკა" (1987) და ჩიკაგოს საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზი "ვერცხლის ჰიუგო"; პირველი საერთაშორისო ევრაზიული კინოფესტივალ "ახალი კინო XXI საუკუნეს" პრიზი, მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის ფილმში "ნაციონალური ბომბი" – რუსეთი; თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი "ოქროს არწივის" ლაურეატი (1993). 2005 წელს შეასრულა იოსებ სტალინის როლი BBC-ის სატელევიზიო ფილმში "არხანგელი", სადაც მასთან ერთად ითამაშა დენიელ კრეიგმა. თეატრისა და კინოს მსახიობი.

წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.651; ეროვნული ფილმოგრაფია: geocinema.geსაქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.617-618

Awards and Honors

  • 2023 - თბილისის საპატიო მოქალაქე
  • 1988 - საქართველოს სახალხო არტისტი

Share: