შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
იოანე იალღუზიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ზალადა, ცხინვალის რაიონი. დაიბადა აზნაურის ოჯახში. მან ჩინებული სასულიერო განათლება მიიღო ერეკლე II-ისა და გიორგი XII-ის კარზე. იყო ქართული, ოსური და რუსული ენების შესანიშნავი მცოდნე. ეწეოდა პედაგოგიურ და მისიონერულ საქმიანობას. მან დიდი როლი ითამაშა კავკასიონის სამხრეთით მცხოვრები ოსების გაქრისტიანებაში. ქართული გრაფიკის საფუძველზე, იოანე იალღუზიძემ შექმნა ოსური ანბანი(1802). ამ ანბანს იყენებდნენ როგორც კავკასიონის სამხრეთ, ისე ჩრდილოეთ ნაწილში მცხოვრები ოსები. ქართულიდან ოსურ ენაზე გადათარგმნა "კატეხიზმო", "ღვთისმსახურება". მისი გარდაცვალების შემდეგ ქართული ალფაბეტი ცარიზმის რუსიფიკატორული რეჟიმის შედეგად რუსული ანბანით შეიცვალა. ი. იალღუზიძემ ოსების ისტორიული წარსული გააცოცხლა პოემა "იალღუზიანში". წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 5.- თბ., 1980.- გვ. 44 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |