Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ალექსანდრე მელაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი მათხოჯი, ახლანდელი ხონის მუნიციპალიტეტი. დაამთავრა საქართველოს ს. კიროვის სახელობის პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1931 წელს. სკოლის დამთავრების შემდეგ ორი წლის განმავლობაში მუშაობდა მდინარე ენგურის სარკინიგზო ხიდის მშენებლობაზე. 1931 წლიდან მუშაობდა 26 კომისრის სახელობის მანქანათმშენებელ ქარხანაში სხვადასხვა თანამდებობაზე: ინჟინერ-ტექნოლოგად, ინჟინერ-კონსტრუქტორად, ოსტატად და საამქროს უფროსად. 1941 წელს დაინიშნა ბათუმის მომთუთიებელი ქარხნის, 1942 წლის იანვარში – კალინინის სახელობის მექანიკური ქარხნის, 1943 წლის თებერვალში – 26 კომისრის სახელობის მანქანათმშენებელი ქარხნის, 1948 წლის ივლისში კი – კიროვის სახელობის ჩარხმშენებელი ქარხნის დირექტორად. 1952 წელს იყო საქართველოს ადგილობრივი მრეწველობის მინისტრი; 1956 – 1965წწ. თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარე; 1953-1956წწ. ხე-ტყის მრეწველობის მინისტრი, 1965 წლის ოქტომბრიდან საქართველოს ადგილობრივი მრეწველობის მინისტრი. ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი (1966). საქართველოს სსრ და სსრკ უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.656; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |