Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მიხეილ მელია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ბაქო. დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის სამშენებლო-საინჟინრო ფაკულტეტი, ინჟინერ-არქიტექტორის კვალიფიკაციით 1932 წელს. მუშაობა დაიწყო არქიტექტორად "საქსახპროექტში". 1932-1935წწ. იყო მოსკოვის არქიტექტურულ-სამშენებლო ინსტიტუტის ასპირანტ-ასისტენტი. 1936 წლიდან XX ს. 80-იანი წლების ბოლომდე მუშაობდა არქიტექტორად "თბილქალაქპროექტში" სხვადასხვა თანამდებობებზე მათ შორის არქიტექტურული სახელოსნოს ხელმძღვანელად. მისი ძირითადი ნამუშევრები: თბილისში - საცხოვრებელი სახლი N 1 შოთა რუსთაველის პროსპექტზე (1939, ს. ყუბანეიშვილთან და ა. ქურდიანთან ერთად), დ. უზნაძის ქუჩაზე (1955), ი. სტალინის სახელობის ხიდი (1953; ინჟ. გ. ჩომახიძე; ახლანდელი გალაკტიონის ხიდი), საცხოვრებელი სახლების კომპლექსი კ. მარჯანიშვილის მოედანზე (1947-1949). მიღებული აქვს სახელმწიფო პრემიები. წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.656; საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.393-394; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |