შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალექსანდრე ლალიევი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ი. გუბკინის სახელობის მოსკოვის ნავთობის ინსტიტუტი 1934 წელს. 1932-1934წწ. მუშაობდა ნავთობის საკავშირო გეოლოგიურ საძიებო ინსტიტუტში (მოსკოვი). 1934-1955წწ. - ''საქნავთობის'' სისტემაში სხვადასხვა თანამდებობაზე. 1947-1950წწ. - საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გეოლოგიური ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1947 წელს ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. 1955 წლიდან - საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ნავთობის საბადოების ძებნა-ძიების და ბურღვის კათედრის გამგე; 1973 წლიდან გარდაცვალებამდე - საწარმოო გაერთიანება ''საქნავთობის'' მთავარი გეოლოგი და გენერალური დირექტორის მოადგილე. მისი შრომები ეხება საქართველოს კაინოზოური ნალექების სტრატიგრაფიასა და ნავთობის გეოლოგიას; ჩორდის ბარიტის საბადოსა (1969) და სამგორის საბადოს (1988) პირველაღმომჩენი. 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, მათ შორის სამი მონოგრაფიისა. მისი ხელმძღვანელობით მომზადდა ორ ათეულზე მეტი საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაცია. დაჯილდოებული იყო სსრკ ორდენებითა და მედლებით. მენავთობე, გეოლოგ-მინერალოგიული მეცნიერებათა დოქტორი (1950), პროფესორი (1955). წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 6.-თბ., 1983.-გვ.113; საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.185-186; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.273 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |