შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
არქანჯელო ლამბერტი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ნეაპოლი. 1633-1649წწ. რომის კათილიკური სარწმუნოების პროპაგანდის კონგრეგაციის დავალებით ცხოვრობდა და მოღვაწეობდა საქართველოში, ოდიშის სამთავროში. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, 1654 წელს გამოაქვეყნა წიგნი, რომელშიც მოცემულია XVII საუკუნის ოდიშის სამთავროსა და საერთოდ საქართველოს პოლიტიკური და სოციალურ ეკონომიკური ვითრების, ყოფისა და კულტურის, ადგილობრივი წეს-ჩვეულებებისა და ქვეყნის ბუნებრივი სიმდიდრეების ვრცელი მიმოხილვა. მისი ნაშრომი ამ სახის პირველი თხზულებაა საქართველოს შესახებ. იგი XVII ს. საქართველოს ისტორიის პირველხარისხოვანი წყაროა და მკვლევართა დიდი ყურადღებით სარგებლობს. მას ეკუთვნის აგრეთვე ნაშრომი ''წმინდა კოლხიდა'', რომელშიც ავტორი ეხება ოდიშის სამთავროს სარწმუნოებრივ მდგომარეობას. ეს წიგნი ქართულად არ თარგმნილა. ზოგიერთის ცნობით იგი თავისი დროისთვის საკმაოდ დახელოვნებული ექიმი და მხატვარიც ყოფილა. იტალიელი მისიონერი, თეატინელთა ორდენის ბერი. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 6.-თბ., 1983.-გვ.116; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.275 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |