Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გივი მელქაძე![]()
Biographyდაბადებიის ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტი 1948 წელს. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა უმცროს არქიტექტორად "საქკომუნპროექტში". 1949-1981წწ. არქიტექტურული სახელოსნოს ხელმძღვანელად ("თბილქალაქპროექტი"). 1955 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტ. გეგმარების კათედრაზე (1971 წლიდან დოცენტი). იგი არაერთი არქიტექტურული პროექტის ავტორია. მისი ძირითადი ნამუშევრებია: თბილისში - საბავშვო ბაგა-ბაღი ვ. ბარნოვის ქუჩაზე (1953, შ. ყავლაშვილთან ერთად), მეტროპოლიტენის მიწისქვეშა სადგური "მარჯანიშვილის მოედანი" (1966, თ. მიქაშავიძესთან, ი. ყავლაშვილსა და ე. ქვარცხავასთან ერთად), ტექნიკური სახლის კომპლექსი ვაგზლის მოედანზე (1968, ე. კვერნაძესთან ერთად), ცეკავშირის ადმინისტრაციული სახლი თავისუფლების მოედანზე (1970, ე. ქვარცხავასთან ერთად, შენობა აიღეს 2014 წელს), სადგურის მოედნის რეკონსტრუქცია თბილისში (არქიტ. ე. კვერნაძესთან ერთად; 1965, სპეციალური პრემია); ვახტანგ გორგასლის ძეგლი თბილისში (არქიტ. შ. ყავლაშვილთან და მოქანდაკე მ. ბერძენიშვილთან ერთად; 1958, მეორე პრემია); არის თბილისში დადგმული ძეგლების არქიტურული ნაწილის ავტორი - ილია და აკაკი, სკულპტურული კომპოზიცია, 1958 (მოქანდაკეები: ვ. თოფურიძე, შ. მიქატაძე), ა. გრიბოედოვის ძეგლი, 1961 (მოქანდაკე მ. მერაბიშვილი) და სხვ. ძირითადი ნამუშევრები: საცხოვრებელი სახლი დ. უზნაძის ქუჩაზე, 1959-1964წწ. (ავტორთა ჯგუფთან ერთად) და სხვ. წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.657; საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.395-396; გამოჩენილი ინჟინრები და მეცნიერები: კრებული/შემდგ.: მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე [და სხვ.]. -თბ., 2012. -გვ.107; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |