The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ჯუანშერ ვათეიშვილი

ჯუანშერ ვათეიშვილი
Other name:ჯუანშერ ვათაძე
Date of birth:8 October, 1931
Date of death:30 May, 2019  (at 87 years)
Category:Historian, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1954 წელს.

1958 წლიდან მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმში (პრეზიდენტის თანაშემწედ, განყოფილების გამგედ). 1960-1962 წლებში-ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლიგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტში (1962-1964 წლებში იყო სწავლული მდივანი). 1985 წლიდან მოსკოვის რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ისტორიის სამეცნიერო-კვლევითი მუზეუმის დირექტორი, 1988 წლიდან-გერმანიის სამეცნიერო საზოგადოების "გიორესგეზელშაფტის" (ქ. კიოლნი) ნამდვილი წევრი. 1992 წლიდან ხელმძღვანელობდა მოსკოვში თავისავე დაფუძნებულ  ალექსანდრე და პეტრე ბაგრატიონების სახელობის საერთაშორისო ფონდს, 1996 წლიდან კი ამსტერდამში ნიკოლაას ვიტსენისა და ალექსანდრე ბაგრატიონის სახელობის ქართულ სამეცნიერო-კულტურულ ცენტრ "გეორგიკას". ჯუანშერ ვათეიშვილის სამეცნიერო ინტერესების სფერო მოიცავს საქართველოს ურთიერთობათა ისტორიას რუსეთთან და დასავლეთ ევროპის ქვეყნებთან. 1977-1982-1990 წლებში, როგორც იუნესკოს სტიპენდიანტმა, ხუთი ქვეყნის (საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი, ჰოლანდია, შვედეთი) არქივებში მოიძია ვრცელი დოკუმენტური მასალა დასავლეთ ევროპის ქვეყნებთან საქართველოს ისტორიული ურთიერთობის შესახებ. პროფესორი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.–გვ.137; facebook.com

Member of Organizations

  • ალექსანდრე და პეტრე ბაგრატიონების სახელობის საერთაშორისო ფონდი, დირექტორი
  • გერმანიის სამეცნიერო საზოგადოება "გიორესგეზელშაფტი"(ქ. კიოლნი) , ნამდვილი წევრი (1988-)

Awards and Honors

  • 1990 - საქართველოს სახელმწიფო პრემია (ერთობლივი გამარჯვება)
    პირველი ქართული ნაბეჭდი გამოცემები/ არნოლდ ჩიქობავა, ჯუანშერ ვათეიშვილი.- თბილისი : ხელოვნება, 1983. - 623გვ.

Bibliography


Share: