შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ჯუანშერ ვათეიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1954 წელს. 1958 წლიდან მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმში (პრეზიდენტის თანაშემწედ, განყოფილების გამგედ). 1960-1962 წლებში-ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლიგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტში (1962-1964 წლებში იყო სწავლული მდივანი). 1985 წლიდან მოსკოვის რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ისტორიის სამეცნიერო-კვლევითი მუზეუმის დირექტორი, 1988 წლიდან-გერმანიის სამეცნიერო საზოგადოების "გიორესგეზელშაფტის" (ქ. კიოლნი) ნამდვილი წევრი. 1992 წლიდან ხელმძღვანელობდა მოსკოვში თავისავე დაფუძნებულ ალექსანდრე და პეტრე ბაგრატიონების სახელობის საერთაშორისო ფონდს, 1996 წლიდან კი ამსტერდამში ნიკოლაას ვიტსენისა და ალექსანდრე ბაგრატიონის სახელობის ქართულ სამეცნიერო-კულტურულ ცენტრ "გეორგიკას". ჯუანშერ ვათეიშვილის სამეცნიერო ინტერესების სფერო მოიცავს საქართველოს ურთიერთობათა ისტორიას რუსეთთან და დასავლეთ ევროპის ქვეყნებთან. 1977-1982-1990 წლებში, როგორც იუნესკოს სტიპენდიანტმა, ხუთი ქვეყნის (საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი, ჰოლანდია, შვედეთი) არქივებში მოიძია ვრცელი დოკუმენტური მასალა დასავლეთ ევროპის ქვეყნებთან საქართველოს ისტორიული ურთიერთობის შესახებ. პროფესორი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.–გვ.137; facebook.com ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |