The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ზურაბ ინაშვილი

ზურაბ ინაშვილი
Date of birth:25 September, 1948
Date of death:6 June, 2021  (at 72 years)
Category:Filmmaker, Screenwriter

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1971 წელს; შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი 1979 წელს.

1977-2004წწ. ტელეფილმების სტუდიის კინორეჟისორი; 1993-1994წწ. სტუდია "ქართული ტელეფილმის" გენერალური დირექტორი. დამდგმელი რეჟისორია ფილმების: "იწყება ზღაპარი" (დოკუმენტური, 1977);"ნუ მოიწყენთ შემოდგომისას" (მხატვრული 1979), "ნოდარ დუმბაძე" (დოკუმენტური, 1981); "მაესტრო" (დოკუმენტური 1985); "მაისის თოვლი" (მხატვრული, 1989); "გერმანელები საქართველოში" (დოკუმენტური, 1992); "ქართველები მარიას თეატრში" (დოკუმენტური, 2002); "გამოთხოვება დონ-კიხოტთან (დოკუმენტური, 2002), "გემღერებოდეს, დედაო!" (დოკუმენტური, 2008), "ხვალ, ზეგ და მაზეგ" (დოკუმენტური, 2011); "გურჯი ვარ საქართველოდან" (დოკუმენტური, 2012); "სხვა ქალაქი" (დოკუმენტური, 2014); "ხმა ამოიღეთ" (დოკუმენტური, 2015); "პური და სანახაობა"(დოკუმენტური, 2015); "მიუსაფარი" (დოკუმენტური, 2017); "მახარობელი" (დოკუმენტური, 2019). სატელევიზიო პროექტები: 1997-2001წწ.  "ჩვენ შევცვლით სამყაროს"(საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი), 1999-2002 წწ.  "შოკოლადის მიკროფონი" (საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი), 2002-2003წწ. "პირველად იყო სიტყვა" (საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი), 2009-2018წწ. "მგზავრები წუთისოფლისა" (საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზია, დოკუმენტური სერიალი - 60 ფილმი); პრიზები და ჯილდოები: მთავარი პრიზი სტუდენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე, ფილმისთვის "იწყება ზღაპარი" (თბილისი, 1977), პრიზი საუკეთესო დებიუტისთვის მხატვრულ კინოში, ფილმისთვის "ნუ მოიწყენთ შემოდგომისას" (სოხუმი, 1980), პრიზი საუკეთესო რეჟისურისთვის საკავშირო ტელეფილმების ფესტივალზე, ფილმისთვის "ნოდარ დუმბაძე" (ვლოდივოსტოკი, 1982), პრიზი საუკეთესო დოკუმენტური ფილმისთვის სატელევიზიო ფილმების ფესტივალზე, ფილმისთვის "მაესტრო" (ცხინვალი, 1986), მთავარი პრიზი "წმინდა ანდრიას ჯვარი" ბათუმის საერთაშორისო მართლმადიდებლური ფილმების ფესტივალზე, ფილმისთვის "გემღერებოდეს დედაო" (ბათუმი, 2010). კინოდოკუმენტალისტი.

წყარო: ეროვნული ფილმოგრაფია: geocinema.gereport.ge

Member of Organizations

  • საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირი, წევრი

Share: