The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნოდარ ვალიშვილი

Date of birth:25 October, 1932  (85 years)
Category:Engineer, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა მოსკოვის ჩარხსაინსტრუმენტო ინსტიტუტი 1956 წელს.

1968 წელს კი მოსკოვის მ. ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მათემატიკის ფაკულტეტი. 1958-1966წწ. მუშაობდა მოსკოვის ჩარხსაინსტრუმენტო ინსტიტუტში, 1966-1973წწ. იყო ქუთაისის ნ. მუსხელიშვილის სახელობის პოლიტექნიკური ინსტიტუტის რექტორი. 1989 წლიდან ამავე ინსტიტუტში ხელმძღვანელობდა მასალათა გამძლეობის კათედრას. 2009 წლიდან არის ა. წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი. 1998 წელს ქუთარსში დააარსა ახალი ტიპის საავტორო საშუალო სკოლა. ნოდარ ვალიშვილი იკვლევს მყარი დეფორმირებადი სხეულების არაწრფივ მექანიკას. მის მიერ დამუშავებული მეთოდები საფუძვლად დაედო ალგორითმებსა და პროგრამებს, რომლებსაც იყენებენ თხელკედლიანი კონსტრუქციების გაანგარიშებებსა და პროექტირებაში. ავტორია 21 მონოგრაფიისა. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. არჩეული იყო საქრთველოს სსრ მეცხრე მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატად. მეცნიერი მანქანათმშენებლობის დარგში. ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი(1971), პროფესორი(1972).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.–გვ.144

Bibliography


Share: