Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ამირან ისიანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია 1988 წელს. სწავლა დიზაინის ფაკულტეტზე დაიწყო, ერთი წლის შემდეგ მულტიპლიკაციის განყოფილებაზე გადავიდა. აკადემიის დამთავრების შემდეგ აქტიურად ჩაერთო მულტსტუდიის მუშაობაში, როგორც მხატვარი, მოგვიანებით, როგორც სცენარის ავტორი და რეჟისორი. მუშაობდა ანიმაციური და თოჯინური ფილმების სტუდიაში "ორბი"; მისი საავტორო სატელევიზიო გადაცემებია: "ჩიპო", "სიზმარვიზია". აქტიურად მუშაობს ფერწერაში; ცნობილი ნამუშევრები: "ამბორი", "დედის ხელები", "გამხმარი ხე", "კალანდა", "მეზღაპრე", "პორტრეტი" და სხვ. 1993 წლიდან მუშაობს თბილისის სამხატვრო აკადემიაში, ანიმაციური ფილმების პედაგოგად. დამდგმელი რეჟისორია ფილმების: "მძლეთამძლე"(ანიმაციური, 1991), "საქართველოს ჩვენია! გაიგე რუსო?!"(დოკუმენტური, 2008), "წყლის პირველი შროშანი"(ანიმაციური, 2009); სცენარის ავტორია ფილმების: "მძლეთამძლე"(ანიმაციური, 1991), "საქართველოს ჩვენია! გაიგე რუსო?!"(დოკუმენტური, 2008), "წყლის პირველი შროშანი"(ანიმაციური, 2009); დამდგმელი ოპერატორია ფილმის: "საქართველო ჩვენია! გაიგე რუსო?!" (დოკუმენტური, 2008); დამდგმელი მხატვარია ფილმის: "წყლის პირველი შროშანი"(ანიმაციური, 2009), "მძლეთამძლე"(ანიმაციური, 1991); მემონტაჟეა ფილმის: "საქართველო ჩვენია! გაიგე რუსო?!" (დოკუმენტური, 2008). წყარო:ეროვნული ფილმოგრაფია: geocinema.ge; 30-school.blogspot.com Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |