შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ტრისტან კანდელაკი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. 1958-1960წწ. მუშაობდა საქართველოს სამეცნიერო-პოპულარული და დოკუმენტური ფილმების სტუდიაში სინათლის ტექნიკოსად; 1961 წელს ტროლეიბუსების სამმართველოში ამწყობ ზეინკლად; რუსთაველის სახელობის თეატრში კონტროლიორად; კონიაკის ქარხანაში მუშად; 1962-1964წწ. საქართველოს სამეცნიერო-პოპულარული და დოკუმენტური ფილმების სტუდიაში სინათლის ტექნიკოსად; 1964-1968წწ. კინოოპერატორის ასისტენტად; 1968 წლიდან კომპანია "ქართულ ტელეფილმში" ჯერ კინოოპერატორის ასისტენტად, 1970 წლიდან კინოოპერატორად. დამდგმელი ოპერატორია ფილმების: "უსასრულობა" (1971), "სიყვარული, ივერია და...(1975), "ფანჯარა" (დოკუმენტური, 1980), "ათოვდა ზამთრის ბაღებს" (1984), "განაპირა სახლი" (1991), "მოქცევაი ქართლისაი" (დოკუმენტური, 1991), "მოცარტი და..." (დოკუმენტური, 1999), "ათონის ქართველთა სავანე" (დოკუმენტური, 2000) და სხვ. წყარო: ეროვნული ფილმოგრაფია: geocinema.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |