The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



პეტრე ლარაძე

სხვა სახელი:არტანუჯელი  (ფსევდონიმი)
ეგრისელი  (ფსევდონიმი)
ყარიბი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:1770
გარდაცვ. თარიღი:1837  (67 წლის ასაკში)
კატეგორია:კალიგრაფი, მთარგმნელი, პოეტი

ბიოგრაფია

იყო პოპულარული პოეტი და ქართლ-კახეთის სამეფო ოჯახთან დაახლოებული პირი. მისი წინაპარი XVII საუკუნეში სამეგრელოდან გადმოსულა ქვემო ქართლში და იქ დამკვიდრებულა. განაგებდა თბილისის სამეფო წიგნსაცავს; მონაწილეობდა პოლიტიკურ დაჯგუფებაში; 1803-1810წწ. თეიმურაზ ბატონიშვილთან ერთად სპარსეთს იყო გადახვეწილი; 1810 წლიდან პეტერბურგში ცხოვრობდა; 20-იან წლებში საქართველოში დაბრუნდა. მას ეკუთვნის ლირიკული ლექსების კრებული ''მრავალფერყვავილოვანი'', პოემები ''საქართველოს ძველი დროის თავგადასავალი'', ''დილარიანი'', ''სახე-მგოსანი'' და სხვა. ლარაძის პოეზიაში აისახა ყველა ის საკითხი, რომელიც აღელვებდა XVIII- XIX  სს. მიჯნის ქართულ მწერლობას. ცნობილია, აგრეთვე, პეტრე ლარაძის მთარგმნელობითი, ლექსიკოგრაფიული და კალიგრაფიული ნამუშევრები.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 6.-თბ., 1983.-გვ.129; ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ. 198; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.287

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: