Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ივანე დიაკონი![]()
Biographyჩვენს დრომდე მოაღწია მისმა ნამუშევარმა - მარტვილის საწინამძღვრო ჯვარმა. მხატვრის ვინაობას გვამცნობს ჯვრის უკანა მხარეს გარე კონტურის შემოყოლებით მოთავსებული წარწერა. ჯვრის ზომაა 56x36 სმ. ფორმით ისეთივეა, როგორც სხვა ქართული საწინამძღვრო ჯვრები - ტარზე წამოცმული, უფრო გრძელი ქვემო მკლავითა და თანაბარი ზემო სამი მკლავით; მკლავების ბოლოები ფართოვდება და ყოველ კიდეში ფოთლოვანი ყუნწები აქვს გამობმული. წინა პირზე, შუაგულში, გამოსახულია ჯვარცმული ქრისტე, ანგელოზების ფიგურები წელზემოთ, ჯვრის განივ მკლავებზე - იოანე და მარიამი, ზემო მკლავზე - ყოვლისმპყრობელი ქრისტეს მთლიანი ფიგურა, ბასილი დიდისა და გრიგოლის ფიგურები წელზემოთ, ქვემოთ მკლავზე - წვეროსანი წმინდანის მთლიანი ფიგურა. ჯვრის უკანა მხარე დაფარულია ვირტუოზულად შესრულებული მცენარეული ორნამენტით. ივანე დიაკონის ნამუშევარი ქართული სკულპტურული ჭედურობის თვალსაჩინო ნიმუშია. XI საუკუნის ქართველი ოქრომჭედელი. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.5.- თბ., 1980.- გვ. 89
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |