შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვლადიმერ მენაბდე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ბუნებისკარი, ოზურგეთის რაიონი. 1923 წლიდან მუშაობდა თბილისის ბოტანიკური ბაღის სელექციის განყოფილებაში; 1930 წლიდან საქართველოს ცენტრალურ სელექციის სადგურში. 1938-1960წწ. იყო ბოტანიკის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში, 1938 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბოტანიკის ინსტიტუტის კულტურული ფლორის განყოფილების დამაარსებელი და უცვლელი ხელმძღვანელი. მან გამოავლინა მარცვლოვანი კულტურების უნიკალური ფორმები. მის მიერ გამოყვანილი ხორბლის 4 და ქერის 1 ჯიში დაინერგა წარმოებაში. დაადასტურა, რომ საქართველო ხორბლის კულტურის უძველესი კერაა; შეიმუშავა ხორლის გენეზისის სქემა, სადაც სრულად ასახა ქართული ხორბლის როლი და ადგილი ამ მცენარის გაკულტურების პროცესში. ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი(1946), პროფესორი (1950), გენეტიკოს-სელექციონერი, საქართველოს კულტურული ფლორის მკვლევარი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.658; ქართული საბჭოთა ენციკლოპედია:ტ.6.-თბ.,1983.-გვ.568 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |