The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



შალვა ვანიშვილი

შალვა ვანიშვილი
Date of birth:1 September, 1931
Date of death:16 December, 2013  (at 82 years)
Category:Historian, Lawyer, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ატენი, ახლანდელი გორის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სახელმწიფო სამართლის სპეციალობით.

1954 წლიდან მუშაობდა ადმინისტრაციულ ორგანოებში, პარალელურად ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას ნ. ბარათაშვილის სახელობის გორის პედაგოგიურ ინსტიტუტში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. მისი სამეცნიერო კვლევის საგანია სახელმწიფოსა და სამართლის ისტორია; გორისა და ვ. სუხიშვილის უნივერსიტეტების სრული პროფესორი. შ. ვანიშვილი 70-80-იან წლებში მოღვაწეობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტში. გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო სტატიები ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე, მათ შორის მონოგრაფია - "ამიერკავკასია რუსეთის მმართველობის სისტემაში (1864-1917)"; საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში ჩატარებული აქვს 25 ათასი ლექცია-სემინარი და მშობლიური სოფლის სკოლაში 800-მდე გაკვეთილი; იგი ავტორია 1200-მდე პუბლიკაციის; ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1991). პროფესორი (1992).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.–გვ.160

Member of Organizations

  • საქართველოს პოლიტიკურ მეცნიერებათა აკადემია, წევრი

Bibliography


Share: