Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
როზეტა გუჯეჯიანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: დაბა მესტია. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი; ამავე უნივერსიტეტის ასპირანტურა ეთნოლოგიის სპეციალობით 1997 წელს. 1994 წელს იყო აკადემიკოს გ. ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმის ლაბორანტი; 1994-2006წწ. ამავე მუზეუმის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი; 2005-2012წწ. საქართველოს ეროვნული მუზეუმის კურატორი; 2005-2012წწ. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ივანე ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი; 2008-2012წწ. მიწვეული ლექტორი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ეთნოლოგიის მიმართულებით; 2010-დან ასოცირებული პროფესორი საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში, სადაც არის ეთნოლოგიის სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი; 2012 წლიდან ასოცირებული პროფესორი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ეთნოლოგიის მიმართულებით; გამოქვეყნებული აქვს 90-მდე სამეცნიერო სტატია და ორი მონოგრაფია, არის საუნივერსიტეტო სახელმძღვანელოს თანაავტორი. ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი, პროფესორი. სადოქტორო დისერტაციის თემა - "ტრადიციული ყოფისა და რწმენა-წარმოდგენების ურთიერთმიმართება დასავლეთ საქართველოს მთიანენეთში(სვანეთი ეთოგრაფიული მასალის მიხედვით)", დაიცვა 2005 წელს. Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |