The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



პაატა კერესელიძე

პაატა კერესელიძე
დაბადების თარიღი:8 იანვარი, 1960  (64 წლის)
კატეგორია:ხელოვნების მუშაკი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ალექსანდრე რეხვიაშვილის სარეჟისორო სახელოსნო.

1982 წლიდან კინოსტუდია "ქართული ფილმი", ოპერატორი, რეჟისორი. 1996 წლიდან "კინოსტუდია ბარაკონი"-ს მთავარი რეჟსორი და აღმასრულებელი დირექტორი; არის დოკუმენტური ფილმების რეჟისორი: "ფარავნის მორჩილნი" (1997), "სტუმრად მსოფლიო მართლმადედიბელ პატრიარქთან ბართლომეოსთან კონსტანტინეპოლში" (1998), "ქურთების ქორწილი კავკასიაში" (1998), "ქართველთა ოდისეა ოაზისში" (1999-2003); 2004 წლიდან საქართველოს საპატრიარქოს არქივის, კინო-ვიდეო-ფოტო-ფონო განყოფილების დამფუძნებელი. დამდგმელი ოპერატორია ფილმების: "უკანასკნელნი" (დოკუმენტური, 2006), "იგორ სანოვიჩი, ესკიზი პორტრეტისთვის" (დოკუმენტური, 2008).

წყარო: ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: web.archive.org

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • კინოსტუდია "ბარაკონი", დამაარსებელი (1996-)
  • საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირი, წევრი

გააზიარე: