The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ანდრია ლაშხი

დაბადების თარიღი:16 ივნისი, 1908
გარდაცვ. თარიღი:29 აგვისტო, 1987  (79 წლის ასაკში)
კატეგორია:მეცნიერი, სოფლის მეურნეობის სპეციალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი უსახელო, ახლანდელი ჭიათურის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მებაღეობა-მევენახეობისა და მეღვინეობის ფაკულტეტი 1933 წელს.

ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ სხვადასხვა დროს მუშაობდა ამავე ინსტიტუტის მეღვინეობის კათედრის ასისტენტად, დოცენტად. 1976 წლიდან საქართველოს მებაღეობა-მეღვინეეობის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ღვინის ტექნოლოგიისა და ბიოქიმიის კათედრის გამგე. მისი შრომები ეხება ღვინის ტექნოლოგიასა და ბიოქიმიას. ქართველი მეცნიერი ღვინის ტექნოლოგიისა და ბიოქიმიის დარგში, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი(1959), პროფესორი(1961), მეცნიერი ღვინის ტექნოლოგიისა და ბიოქიმიის დარგში.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 6.-თბ., 1983.-გვ.149;  საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.geსაქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.310

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1962 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

გააზიარე: