The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ხოსია ლაშხიშვილი

Date of birth:16??
Date of death:1671
Category:Nobleman

Biography

ლეჩხუმის მფლობელი XVII ს. 60-იან წლებში. 1661 წელს ქართლის მეფეს ვახტანგ V -ს უჭერდა მხარს ვამეყ III დადიანის წინააღმდეგ ბრძოლაში. მან მოაწყო ვამეყ III დადიანის მკვლელობა სვანეთში. 1668 წელს ერთხანს ემხრობოდა ოსმალეთის მხარდაჭერით იმერეთის ტახტზე ასულ დარეჯან დედოფალს ( თეიმურაზ I- ის ასული, იმერეთის მეფის ალექსანდრე  III-ის მეუღლე), შემდეგ კი აქტიურად მონაწილეობდა მის  წინააღმდეგ მოწყობილ შეთქმულებაში და თვითონვე მოკლა დარეჯან დედოფალი. იგი მხარს უჭერდა დემეტრე გურიელს, იმერეთის სამეფო ტახტზე ასვლაში, შემდეგ მონაწილეობდა შეთქმულებაში, რის შედეგადაც ბაგრატ  I-მ ტახტი დაიბრუნა. უკანასკნელად მოხსენიებულია 1669 წლის დეკემბრით დათარიღებულ ბაგრატ I-ის წერილებში.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 6.-თბ., 1983.-გვ.149; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.geსაქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.310-311


Share: