Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიგლა პაპალაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი იყალთო, თელავის რაიონი. 1932 წელს იყო ქ. თელავის სარაიონო გუნდის სოლისტი; მუსიკალური ცოდნის გასაღრმავებლად 2 წელი მღეროდა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საოპერო სტუდიაში(ხელმძღვანელი გრ. კილაძე); 1936 წელს დაბრუნდა თელავში; ამავე წელს თელავის მუსიკალური სასწავლებლის მასწავლებელთა და მოსწავლეთა ძალებით დაიდგა ზ. ფალიაშვილის "აბესალომ და ეთერი", სადაც აბესალომის პარტიას გიგლა პაპალაშვილი ასრულებდა; 1941-1945წწ. ხელმძღვანელობდა თვითმოქმედ კოლექტივებს თელავში, აწყურში, ახმეტაში, ნაფარეულში; ომის დამთავრების შემდეგ ხელმძღვანელობდა ახმეტის კულტურულ სახლთან არსებულ სიმღერისა და ცეკვის ანსამბლს, რომლის წამყვანი სოლისტიც იყო; 1960-იან წლებში ხელმძღვანელობდა თელავის პედაგოგიური ინსტიტუტის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლს; დიდი ამაგი დასდო ქართული ხალხური მუსიკის აღდგენის, შენახვის, დამუშავებისა და პოპულარიზაციის საქმეს; აღადგინა 100-ზე მეტი სიმღერა; დაამუშავა: "ლალისებრო", "თვალად ლამაზმა ქალმანა", "შაირობა", "ამოდი მთაში", "პირიმზის ყვავილმა", "დაკარგული საფლავი"; ხალხური მომღერალი, ლოტბარი. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 386; კახეთის გამოჩენილი ადამიანები/ოთარ ნაცარაშვილი.-თბ.,2001.-გვ.162 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |