The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გიგლა პაპალაშვილი

გიგლა პაპალაშვილი
Legal name:გიორგი პაპალაშვილი
Date of birth:19 December, 1910
Date of death:1997  (at 86 years)
Category:Singer

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი იყალთო, თელავის რაიონი.

1932 წელს იყო ქ. თელავის სარაიონო გუნდის სოლისტი; მუსიკალური ცოდნის გასაღრმავებლად 2 წელი მღეროდა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საოპერო სტუდიაში(ხელმძღვანელი გრ. კილაძე); 1936 წელს დაბრუნდა თელავში; ამავე წელს თელავის მუსიკალური სასწავლებლის მასწავლებელთა და მოსწავლეთა ძალებით დაიდგა ზ. ფალიაშვილის "აბესალომ და ეთერი", სადაც აბესალომის პარტიას გიგლა პაპალაშვილი ასრულებდა; 1941-1945წწ. ხელმძღვანელობდა თვითმოქმედ კოლექტივებს თელავში, აწყურში, ახმეტაში, ნაფარეულში; ომის დამთავრების შემდეგ ხელმძღვანელობდა ახმეტის კულტურულ სახლთან არსებულ სიმღერისა და ცეკვის ანსამბლს, რომლის წამყვანი სოლისტიც იყო; 1960-იან წლებში ხელმძღვანელობდა თელავის პედაგოგიური ინსტიტუტის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლს; დიდი ამაგი დასდო ქართული ხალხური მუსიკის აღდგენის, შენახვის, დამუშავებისა და პოპულარიზაციის საქმეს; აღადგინა 100-ზე მეტი სიმღერა; დაამუშავა: "ლალისებრო", "თვალად ლამაზმა ქალმანა", "შაირობა", "ამოდი მთაში", "პირიმზის ყვავილმა", "დაკარგული საფლავი"; ხალხური მომღერალი, ლოტბარი.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 386;  კახეთის გამოჩენილი ადამიანები/ოთარ ნაცარაშვილი.-თბ.,2001.-გვ.162

Awards and Honors

  • 1951 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

Share: