The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვარაზ-ბაკური

დაბადების თარიღი:4??
გარდაცვ. თარიღი:456
კატეგორია:დიდგვაროვანი

ბიოგრაფია

ვარაზ-ბაკური იყო ქართლისა და ალბანეთის მარზპანი(მმართველი) V საუკუნის 40-იანი წლების დამდეგიდან, ბარზაბოდის ძე და ვახტანგ I გორგასლის ბიძა. მამის გარდაცვალების შემდეგ მემკვიდრეობით მიიღო მარზპანის ადგილი. ჯუანშერის ცნობით, 447 წელს ჩრდილოეთ კავკასიაში სალაშქროდ მიმავალ ვახტანგ გორგასალს ვარაზ-ბაკურმა 12000 მეომარი დაახმარა. 453-456 წლებში მან ირანის ჩრდილოეთით, ქუსტაქში შემავალი ქვეყნების ლაშქრით ვახტანგ გორგასალთან ერთად ბიზანტიის იმპერიის წინააღმდეგ გაილაშქრა. მოკლეს ბიზანტიელებთან ბრძოლაში. ვარაზ-ბაკურის ცხედარი ქართლ-ალბანეთის მარზპანთა რეზიდენციაში - ქ. ბარდავში გადაასვენეს.

 წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.166


გააზიარე: