The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნინო ვარაზაშვილი

ნინო ვარაზაშვილი
დაბადების თარიღი:20 დეკემბერი, 1926
გარდაცვ. თარიღი:27 აგვისტო, 2009  (82 წლის ასაკში)
კატეგორია:არქიტექტორი, ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1947 წელს.

1947-1950 წლებში მუშაობდა "საქსოფელელექტროპროექტში", 1951 წლიდან წყალთა მეურნეობის და საინჟინრო ეკოლოგიის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში სხვადასხვა თანამდებობაზე: 1957-1971 წლებში სექტორის გამგედ, 1972 წლიდან სამთო წყალსაცავების და ზღვის ლაბორატორიის ხელმძღვანელად. 1970-1993 და 1978-1993 წლებში კითხულობდა ლექციებს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტსა და საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. მონაწილეობდა სხვადასხვა სამეცნიერო კომისიის მუშაობაში. 1978-1992 წლებში იყო ზღვისა და წყალსაცავების წყლის რესურსების ათვისებისა და ეკოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფის საერთაშორისო პროგრამების ერთ-ერთი განაკვეთის კოორდინატორი. ნინო ვარაზაშვილი იყო სამთო რეგიონებში  ბუნებრივი სპეციფიკის გათვალისწინებით, წყლის რესურსების გამოყენების და დაცვის საკითხების კომპლექსური მეცნიერული კვლევის ერთ-ერთი ფუძემდებელი. არის მრავალი სამეცნიერო შრომის, მათ შორის 2 მონოგრაფიის ავტორი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1972), პროფესორი (1982), ჰიდროტექნიკოსი. 

  წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.165

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემია , წევრი (1977-)
  • ფაზისის აკადემია, წევრი (2000-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2003 - ღირსების ორდენი
  • 1990 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

გააზიარე: