The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ბორის კრეპსი

ბორის კრეპსი
დაბადების თარიღი:20 სექტემბერი, 1913
გარდაცვ. თარიღი:25 დეკემბერი, 1982  (69 წლის ასაკში)
კატეგორია:ხელოვნების მუშაკი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა სახკინმრეწვთან არსებული კინოსაოპერატორო კურსები 1931 წელს.

1930 წლიდან მუშაობდა საქართველოს "სახკინმრეწვში" მემონტაჟედ, ოპერატორის ასისტენტად. 1931 წლიდან მუშაობა დაიწყო კინოდოკუმენტალისტად. II მსოფლიო ომის დროს აშუქებდა ფრონტის ამბებს. 1935–1975წწ. საქართველოს ქრონიკალურ-დოკუმენტური და სამეცნიერო-პოპულარული ფილმების სტუდიაში ოპერატორთა ჯგუფთან ერთად გადაიღო ფილმები: "ბასკები თბილისში" (1937, რეჟ. ა. დანელიანი), "შოთა რუსთაველი" (1938, რეჟ. შ. ჩაგუნავა), "დიადი აღრიცხვა" (1939, რეჟისორები: ი. კანდელაკი, შ. მარტაშვილი), "საქართველოს ბუნების ძეგლები და ნაკრძალები" (1950, რეჟ. შ. მარტაშვილი), "ჩვენი სასახლე" (1953, რეჟ-ები: თ. აბულაძე, რ. ჩხეიძე), "ფიროსმანი" (1960, რეჟ. გ. შენგელაია), "გრიბოედოვი საქართველოში" (1966, რეჟ-ები: დ. აბაშიძე, ნ. ჟუჟუნაძე), "კიბერნეტიკა მედიცინაში" (1970, რეჟ-ები: დ. აბაშიძე, ნ. ჟუჟუნაძე) და სხვ. 1936 წლიდან მონაწილეობდა საქართველოს ალპური კლუბის ექსპედიციებში, რის შესახებაც გადაიღო ფილმები: "უშბა" (1946, რეჟ. ვ. ვალიშვილი), "ყაზბეგი" (1948, რეჟ. ვ. ვალიშვილი), "გმირული ტრავერსი" (1950, რეჟ. შ. მანაგაძე), "პამირის მწვერვალთა დამპყრობნი" (1955, ი. ამასიისკისთან ერთად, რეჟ. ზ. გუდავაძე), "მონტევიდეოს დღიური" (1962), "მყინვართა ცხოვრება" (1964, რეჟ. ო. ჭიაურელი), "ჭიდილი კლდესთან" (1965, რეჟ-ები: თ. ნოზაძე, ლ. ცინცაძე), "კლდის ვეფხვი" (1968, რეჟ. ო. გურგენიძე). აღიარებულია ქართული ალპინიზმის მემატიანედ. დამდგმელი ოპერატორია ფილმების: "სამხრეთ ოსეთი" (დოკუმენტური, 1951), "მწვერვალთ დამპყრობნი" (1952), "მიხეილ ხერგიანი"(დოკუმენტური, 1972). კინოოპერატორი.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული  აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.geსაქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.207

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირი, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1966 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

გააზიარე: