Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გია ლაფაური![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტი მხატვარ-გრაფიკოსის სპეციალობით 1981 წელს; 1980-1982წწ. კინო-ტელე ანიმაციის კურსი, კინოს დამდგმელი მხატვარი, უმაღლესი კატეგორია. 1981 წლიდან კინოსტუდია "ქართული ფილმი", მულტიპლიკაციური ფილმების სტუდია, მხატვარი და სცენარისტი; 1988-1989წწ. ანიმაციურ ფილმებზე იმუშავა ბულგარეთის და ჩეხეთის სტუდიებში; 1981 წლიდან განხორციელებული აქვს რამდენიმე თეატრალური დადგმა საქართველოსა და გერმანიაში; 1983-2003წწ. სხვადასხვა ბეჭდვითი გამოცემების მთავარი მხატვარი, მხატვარ-დიზაინერი; 2006 წლიდან ტურისტული კომპანია "ალიონი-ტურის" დამაარსებელი და რეგიონალური მენეჯერი; 2007 წლიდან "კვირის პალიტრის" საგამომცემლო სახლის მხატვარი და სტუდია "ანიმა გეორგია"-ს დამაარსებელი; მონაწილეობდა რამოდენიმე პერსონალურ და ჯგუფურ გამოფენებში. დამდგმელი რეჟისორია ფილმის: "რატომ აქვს კურდღელს დიდი ყურები?" (ანიმაციური, 2009); სცენარის ავტორია ფილმების: "ალიყური" (ანიმაციური, 1989), "მოწმე" (ანიმაციური, 1991), "მოგზაურობა ისტორიაში" (ანიმაციური, 2005), "რატომ აქვს კურდღელს დიდი ყურები?" (ანიმაციური, 2009); პროდიუსერია ფილმის: "მოგზაურობა ისტორიაში" (ანიმაციური, 2005); დამდგმელი მხატვარია ფილმების: "ფაკირი" (ანიმაციური, 1979), "პროფილი და ანფასი" (ანიმაციური, 1988), "მოწმე" (ანიმაციური, 1991), "განხეთქილების ვაშლი" (ანიმაციური, 2003), "მოგზაურობა ისტორიაში" (ანიმაციური, 2005), "რატომ აქვს კურდღელს დიდი ყურები?" (ანიმაციური, 2009), "მაყურებელთა დარბაზები" (2013). Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |