The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი პატარაია

დაბადების თარიღი:2 მაისი, 1920  (104 წლის)
გარდაცვ. თარიღი:19??
კატეგორია:მოცეკვავე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ჩიბათი, ლანჩხუთის რაიონი.

1936-1938წწ. იყო აღმოსავლეთ საქართველოს სახელმწიფო გუნდის მოცეკვავე; 1938-1939წწ. ცეკვავდა საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიასთან არსებულ ხალხური ცეკვის ანსამბლში; 1944 წლიდან იყო თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი; 1963 წელს მიიწვიეს სირიაში, სადაც ჩამოაყალიბა ეროვნული ცეკვის ანსამბლი, დადგა სირიელი კომპოზიტორის მ. მასრის ბალეტი "დედა და სამშობლო"; ქართული რეპერტუარი: გრ. კილაძე "სინათლე", ვ. დოლიძე "ქეთო და კოტე", ა. ანდრიაშვილი "კაკო ყაჩაღი", შ. მშველიძე "ამბავი ტარიელისა"; სხვა რეპერტუარი: მინკუსი "დონ კიხოტი", ჩაიკოვსკი "გედების ტბა", ოპერა "მაზეპა"; გასტროლები: ინგლისი, ნორვეგია, დანია, ფინეთი, იტალია, ირანი, ერაყი, პოლონეთი.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 388

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1958 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: