შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
პეტრე გელათელი![]()
ბიოგრაფიაბიოგრაფიული ცნობებიდან ცნობილია მხოლოდ ის, რომ მოღვაწეობდა გელათში; ანტონ I კათოლიკოსის სიტყვებით იყო ფილოსოფოსი, რიტორი, ღვთისმეტყველი; მისი პოეტური, სასულიერო ნაწერებიდან ჩვენამდე მოღწეულია იამბიკო "ღვთისმშობლის პატივად", 24 იამბიკო გრიგოლ ღვთისმეტყველისა; ერთ იამბიკოში შექებულია იოანე პეტრიწი, ერთში - "კლემაქსის" ავტორი, იოანე სინელი; იამბიკოები ჩართულია "კლემაქსის" პეტრიწისეულ პროზაულ თარგმანში (XIII საუკუნის ხელნაწერი); ანტონ I კათალიკოსის აზრით "სტიხნი პეტრესნი" ჰგვანან იეზეკიელის, იოანე ფილოსოფოსისა და ეფრემ ქართველთა მნათობის ლექსებს "და ესეც კმა ქებადო"; თხზულება: ძველი ქართული ლიტერატურის ქრესტომათია, შედგენილი ს. ყუბანეიშვილის მიერ (ტომი 1, თბილისი 1946); პეტრე გელათელი იყო XII საუკუნის ქართველი ჰიმნოგრაფი. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 389; ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.-გვ. 83
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |