The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლევან ბატონიშვილი

ოფიციალური სახელი:ლევან ბაგრატიონი
დაბადების თარიღი:1728
გარდაცვ. თარიღი:23 ივლისი, 1763  (35 წლის ასაკში)
კატეგორია:სამეფო ოჯახის წევრი

ბიოგრაფია

ლევან ბაქარის ძე სწავლობდა მოსკოვის უნივერსიტეტში. ფლობდა ლათინურ, ფრანგულ, გერმანულ, და რუსულ ენებს. მაიორის ჩინით მსახურობდა იზმაილის პოლკში; მისი მთავარი ნაშრომია "მსოფლიო ისტორია" (მსოფლიო ისტორიის პირველი ქართული სახელმძღვანელო)., რომელშიც 50-მდე ხალხისა და ქვეყნის ისტორია არის წარმოდგენილი. ზოგიერთი მკვლევარი მას მის ორიგინალურ ნაშრომად მიიჩნევს. მასვე მიეწერება რამდენიმე ლექსი და "მითოლოგიის" წიგნის ავტორობა. ქართული კულტურის მოღვაწე.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 6.-თბ., 1983.-გვ.156; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.319


გააზიარე: