Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მაჩაბელა![]()
Biographyქართული კულტურის მოღვაწე XVIII საუკუნის II ნახევარში. მაჩაბელას ნამდვილი სახელი გვარი ცნობილი არაა (მაჩაბელა ანუ აჩაბეთელი ზედწოდებაა). თეიმურაზ ბატონიშვილის ცნობით, მაჩაბელა "იყო ერთი წარჩინებული მესაკრავეთა და მსახიობთაგან მეფისათა, მუსიყი და კომედიანტი და ესე იყო უფროსი მსახიობთა და ცნობილი იყო სამეფოსა სახლსა შინა. ესე იყო გვარეულებითა და სარწმუნოებითა ქართველი, რომელსაცა სახელსა სდებენ მაჩაბელად". დაბალი ფენებიდან გამოსული მაჩაბელა თავისი შესანიშნავი ოსტატობით სამეფო კარზე ცნობილი პიროვნება გახდა და მას თბილისის თეატრის "მსახიობთა უფროსობა" (დასის ხელმძღვანელობა) მიანდვეს. 1795 წლის 11 სექტემბერს, როდესაც კრწანისის ბრძოლის დროს ქართველთა ლაშქარი დამარცხების საფრთხის წინაშე აღმოჩნდა, თბილისის მცხოვრებლებმა შეიარაღებული რაზმი შექმნეს, სათავეში მაჩაბელა ჩაუყენეს და ბრძოლის ველზე გაგზავნეს. მაჩაბელა დაიარაზე სალხინო ჰანგის -"შადიანის" დაკვრით გაუძღვა წინ თბილისელთა, ქიზიყელთა და არაგველთა (300 არაგველი) რაზმს და გმირულად დაიღუპა. ხშირად, შეცდომით, მაჩაბელას მაგივრად, მოიხსენიებენ კრწანისის ბრძოლაში გმირულად მებრძოლ თავად დავით მაჩაბელს, რაც სწორი არ არის და როგორც წყაროებიდან ჩანს, მაჩაბელა ზედმეტსახელია თბილისის თეატრალური დასის უფროსისა, ის ქართველია, მისი გვარი უცნობია და გმირულად, სიმღერით შეხვდა სიკვდილს თავის დასთან ერთად მტრისაგან თბილისის დაცვისას. წყარო:თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.640; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.597
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |