შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზურაბ ზედგინიძე![]()
ბიოგრაფიაერეკლე II-ის თანამებრძოლი XVIII ს. 50-იან წლებში. 1752 წლის აპრილში განჯასთან ქართველთა დამარცხების შედეგ შაქის მმართველი აჯი ჩალაბი თბილისზე აპირებდა გალაშქრებას. ერეკლე II საგანგებო სამზადისს შეუდგა: ზ. ზედგენიძე იმიერკავკასიაში, დიდ ჩერქეზეთში გაგზავნა ჯარის დასაქირავებლად, თბილისისა და მისი სანახების დასაცავად კი მოქალაქეთა 3-ათასიანი კარგად აღჭურვილი საგანგებო რაზმი შექმნა, სამეფო ხაზინის ოქრო-ვერცხლი გადაადნობინა და ფული მოაჭრევინა დაქირავებულთა გასასტუმრებლად. მან დავალება წარმატებით შეასრულა. 1752 წლის 1 სექტემბერს თულქითეფესთან ბრძოლაში (ყაზახ-შამშადილის საზღვარზე) ქართველებმა ერთიანად გაჟლიტეს აჯი ჩალაბის ჯარი. ამ გამარჯვებაში მას მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვოდა. წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.648
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |