The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ისიდორე ვარაზაშვილი

ისიდორე ვარაზაშვილი
Date of birth:14 November, 1882
Date of death:18 April, 1945  (at 62 years)
Category:Engineer, Manufacturer, Rail professional

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი მუხლი, ყოფილი რაჭის მაზრა, ახლანდელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა თბილისის სარკინიგზო სასწავლებელი 1897 წელს.

სხვადასხვა დროს მუშაობდა ბორჯომი-ბაკურიანის, ბაქო-ჯულფის, ერზრუმი-სარიყამიშის რკინიგზის გაყვანაზე. 1901 წელს გ. ნუცუბიძესთან ერთად ჭიათურაში დააარსა სცენის მოყვარულთა წრე. 1909 წელს იყო ჭიათურის რკინიგზის სადგურის უფროსი. ამავე წელს დანიშნეს ჭიათურის მანგანუმის მრეწველთა საბჭოში საბაგირო გზების გამგედ. აღსანიშნავია, რომ ისიდორე ვარაზაშვილის თაოსნობით და "ჭიათურის შავი ქვის მრეწველთა აქციონერული საზოგადოების" სახსრებით მთაწმინდის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაიდგა აკაკი წერეთლის ძეგლი. 1922 წელს ისიდორე ვარაზაშვილი ძმასთან, ივანესთან ერთად გაემგზავრა გერმანიაში, სადაც კომერციული საქმიანობის გარდა, თანამშრომლობდა "რუსთაველის საზოგადოებასთან". 1926 წელს იგი საქართველოში დაბრუნდა და ნიკო ნიკოლაძესთან ერთად დააარსა საპაიო-საგამომცემლო  საზოგადოება "ქართული წიგნი", სადაც გამოიცა ილია ჭავჭავაძის თხზულებათა სრული კრებული, დაიბეჭდა ნ. ბარათაშვილის, გრ. ორბელიანის ლექსთა კრებულები, კ. გამსახურდიას მიერ თარგმნილი უცხოელ კლასიკოსთა ნაწარმოებები. ახალი ეკონომიკური პოლიტიკის(ნეპი) დასრულების შემდეგ(XX საუკუნის 30-იანი წლების დასაწყისი), საბჭოთა მთავრობამ გადაწყვიტა ჰარიმანის კომპანიისათვის ჭიათურის მანგანუმის საბადოს ჩამორთმევა. ისიდორე ვარაზაშვილი დაინიშნა ჭიათურის მანგანუმის შავი ქვის მრეწველთა საზოგადოების სალიკვიდაციო საბჭოს კონსულტანტად. 1930 წელს ისიდორე ვარაზაშვილი საქართველოში სამონტაჟო-სამშენებლო ტრესტს ხელმძღვანელობდა. მიუხედავად დიდი დამსახურებისა, იგი პოლიტიკურმა რეპრესიებმა შეიწირა. გარდაიცვალა ციმბირში, დაბა ურალსკში. სარკინიგზო საქმის სპეციალისტი, მეცენატი, ქველმოქმედი, საზოგადო მოღვაწე.

 წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.164

Member of Organizations

  • საპაიო-საგამომცემლო საზოგადოება "ქართული წიგნი", ერთ-ერთი დამფუძნებელი
  • სინდიკალისტთა მთავარი კომიტეტი, თავმჯდომარე
  • ჭიათურის შავი ქვის მრეწველთა აქციონერული საზოგადოების, წევრი

Share: