Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვასილ ვარაზი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ხარკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი 1918 წელს. მონაწილეობდა I მსოფლიო ომში. სწავლის დასრულებისთანავე მუშაობა დაიწყო ხარკოვის უნივერსიტეტის პათოფიზიოლოგიის კათედრაზე ლაიფციგიდან მოწვეულ პროფესორ რ. გრინბერგთან. რ. გრინბერგმა მას შესთავაზა გერმანიაში წასვლა, რაზეც ვასილ ვარაზაშვილმა უარი განაცხადა და საქართველოში დაბრუნდა. მუშაობდა სამედიცინო პარაზიტოლოგიისა და ტროპიკული მედიცინის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში. 1931 წელს დაინიშნა სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ბიოქიმიის კათედრის გამგედ. ვასილ ვარაზაშვილი იკვლევდა მალარიისა და აზიური ქოლერის დაავადებებს, ელექტროლიტებისა და წყლის ბალანსის დარღვევებს, ნახშირწყლებისა და აზოტური ცვლის ბიოქიმიის საკითხებს. დაადგინა მეტაბოლიტების როლი ნივთიერების ცვლაში, დაამუშავა ფსიქონევროზისა და ეპილეფსიის ბიოქიმია და მალარიის პათოფიზიოლოგიის მნიშვნელოვანი საკითხები და სხვ. მსოფლიოს მეცნიერთა ყურადღება მიიპყრო ვასილ ვარაზაშვილის ნაშრომებმა "ღვიძლში ცილების მარაგის შესახებ" (Warasi W. Uber das Reserveeriweiss in der Leber. "Zeitschrift fur die gesamte exsperimentelle Chirirgie", 1929, Bl.66, Lfg.1) და "ცენტრალური ნერვული სისტემა მალარიის დროს". 1938 წელს ნობელის კომიტეტმა იგი პრემიის შესაძლო კანდიდატად მიიჩნია და კაროლინის სამეფო ინსტიტუტის დავალებით (შვედეთი) ფიზიოლოგიისა და მედიცინის დარგში 1939 წლის ნობელის პრემიის მოსაპოვებლად მესამე ტურის კონკურსზე მიიწვია. ეს ფაქტი მხოლოდ ვასილ ვარაზაშვილის გარდაცვალების შემდეგ გამჟღავნდა-მან მოწვევა გადამალა იმ პერიოდში მიმდინარე რეპრესიების შიშით. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1925), პროფესორი (1930). მიღებული აქვს სამთავრობო ჯილდოები, ბიოქიმიკოსი, პათოფიზიოლოგი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.165 Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |