The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნინო ვარდიაშვილი

ნინო ვარდიაშვილი
Date of birth:12 March, 1897
Date of death:1 November, 1975  (at 78 years)
Category:Educator, Chemist

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ვაქირი, ახლანდელი სიღნაღის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტი 1927 წელს.

1915 წლიდან პედაგოგად მუშაობდა სოფელ კალაურის დაწყებით სკოლაში(ახლანდელი გურჯაანის მუნიციპალიტეტი), 1916 წლიდან სიღნაღის მარიამის პროგიმნაზიაში. 1917-1919 წლებში ორკომპლექტიან უმაღლეს დაწყებით სასწავლებელში, 1920-1928 წლებში თბილისის 21-ე შრომით სკოლაში, ხოლო 1928 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე -თბილისის პირველ საცდელ-საჩვენებელ სკოლაში(ახლანდელი თბილისის კლასიკური გიმნაზია) ქიმიის მასწავლებლად. ნინო ვარდიაშვილი იყო ნოვატორი პედაგოგი, რომელიც შემოქმედებითად იყენებდა სწავლებისა და აღზრდის უმდიდრეს მეთოდებს. იგი მხარში ედგა მოსწავლეთა ქართული სიმღერის გუნდს, რომელიც 1953 წელს თბილისის ოლიმპიადის ლაურეატი გახდა. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.  

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.170

Member of Organizations

  • დიმიტრი მენდელეევის სახელობის საკავშირო საზოგადოება, წევრი

Awards and Honors

  • 1967 - ნადეჟდა კრუპსკაიას სახელობის პრემია
  • 1955 - საქართველოს დამსახურებული მასწავლებელი

Share: