Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
იაგო ვარდოსანიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ობჩა, ახლანდელი ბაღდათის მუნიციპალიტეტი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1951 წელს. 1952-1961 წლებში მუშაობდა გაზეთ "ახალგაზრდა კომუნისტის" რედაქციაში ლიტმუშაკად (1952-1954), ხოლო შემდეგ აგიტაციისა და პროპაგანდის განყოფილების გამგედ (1954-1961). 1961-1965 წლებში იყო გამომცემლობა "ნაკადულის" საშუალო და უფროსი ასაკის ბავშვთა ლიტერატურის რედაქციის გამგე, ხოლო შემდეგ ამავე გამომცემლობის მთავარი რედაქტორი. 1968 წელს მუშაობა დაიწყო ქართული ენციკლოპედიის მთავარ სამეცნიერო რედაქციაში - იყო უფროსი სამეცნიერო რედაქტორი, ლიტკონტროლის რედაქციის გამგე (1970-1975) და პასუხისმგებელი მდივანი (1975-1995). იაგო ვარდოსანიძე ეწეოდა მთარგმნელობით საქმიანობას. თარგმნა ბ. ლავრენიოვის, ვ. იანის, რ. ჩანდლერის და სხვათა ნაწარმოებები. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.173 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |