The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მანაბა მაჰომედოვა

მანაბა მაჰომედოვა
ოფიციალური სახელი:მანაბა მაგომედოვა
დაბადების თარიღი:5 ნოემბერი, 1928
გარდაცვ. თარიღი:10 მარტი, 2013  (84 წლის ასაკში)
კატეგორია:მხატვარი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ყუბაჩი, დაღესტნის რაიონი.

დაამთავრა მოსკოვის უმაღლესი სამხატვრო (ყოფ. სტროგანოვის) სასწავლებლის ლითონის მხატვრული დამუშავების კურსები 1952 წელს.

1935-2000წწ. ცხოვრობდა თბილისში; 1959-1967წწ. მუშაობდა პედაგოგად თბილისის სამხატვრო აკადემიაში. 1956 წიდან მონაწილეობდა სამხატვრო გამოფენებში. მისი ნამუშევრები: შოთა რუსთაველისა (1965) და ა. დიურერის (1970) პორტრეტები; "მხატვარი და ბუნება" (ეძღვნება ე. ახვლედიანს, 1977), "მხატვრის ცხოვრება" (ეძღვნება დ. კაკაბაძეს, 1977), "ლ. გუდიაშვილი" (1982); ხანჯალი "თბილისი - 1500 წელი" (1958) და სხვა. მონაწილეობდა მინანქრის I საერთაშორისო სიმპოზიუმის მუშაობაში (თბილისი, 1973). მან დიდი წვლილი შეიტანა ქართული გამოყენებითი ხელოვნების განვითარებასა და პოპულარიზაციაში. იყენებდა სევადის, გრავირების, ზარნიშის, ცვრის, ფილიგრანის, ტიხრული და გამჭვირვალე მინანქრის, ჭედურობის, ინკრუსტაციის ტექნიკას. მისი ნამუშევრები დაცულია დ. შევარდნაძის სახელობის საქართველოს ეროვნულ გალერეაში, შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო, ი. გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის, ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმებში, აღმოსავლეთის ხელოვნების სახელმწიფო (მოსკოვი), მაჰაჩყალის მხარეთმცოდნეობისა და ხელოვნების, სანქტ-პეტერბურგის ეთნოგრაფიულ, სტამბოლის, ნიურნბერგის დიურერის მუზეუმებში და სხვ., ასევე კერძო კოლექციებში. ავტორია წიგნების: "მე ყუბაჩელი ვარ" (მაჰაჩყალა, 1968), "ტრადიციების კვალდაკვალ" (თბილისი, 1971), "ცხოვრების ჩუქურთმები" (მოსკოვი, 1975), "ოქრომჭედლის საჭრეთელი" (მაჰაჩყალა, 1976). ოქრომჭედელი.

წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.652; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.217; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული  აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.geსაქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 628-629

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2010 - თბილისის საპატიო მოქალაქე
  • 2003 - რუსეთის ფედერაციის სახალხო მხატვარი
  • 1999 - ღირსების ორდენი
    ქართული გამოყენებითი ხელოვნების განვითარებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისათვის, ნაყოფიერი შემოქმედებითი და პედაგოგიური მოღვაწეობისათვის
  • 1985 - საქართველოს სახალხო მხატვარი
  • 1978 - დაღესტნის სახალხო მხატვარი

ბიბლიოგრაფია

  • ტრადიციების კვალდაკვალ : ლითონის დამუშავების ტექნოლოგია დაღესტნის აულ კუბაჩის სიძველეთა მიხედვით (ავტორი). - თბილისი, ხელოვნება, 1971. - 112გვ.

გააზიარე: