შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნოდარ ჩხარტიშვილი![]()
ბიოგრაფიადაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი 1954 წელს. ქართული მევენახეობის განვითარებაში აკადემიკოსმა ნოდარ ჩხარტიშვილმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. მან სამეცნიერო მივლინება გაიარა რუმინეთში, მუშაობდა ბუქარესტის აგრონომიულ ინსტიტუტში. იკვლევდა ვაზის ბიოლოგიისა და დიფერენცირებული აგროტექნიკის საკითხებს; დაამუშავა ახალგაზრდა ვენახის მოვლა-გაშენებისა და ნამყენის გამოყვანის ტექნოლოგია. 1964 წლიდან მუშაობს საქართველოს მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო–კვლევით ინსტიტუტში უფროს მეცნიერ–მუშაკად, კათედრის გამგედ და 1975 წლიდან 2007 წლამდე ინსტიტუტის დირექტორად, სოფლის მეურნეობის დოქტორი; ი. გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი. 2013-1992 წწ. თბილისის მევენახეობა-მეღვინეობის, ხილ-ბოსტნეულის წარმოებისა და სპეციალისტთა გადამზადების სასწავლო ინსტიტუტის რექტორი; 2007 წლიდან დღემდე შპს "მეღვინეობა ხარება" და საქველმოქმედო საზოგადოება "აგრო ჯგუფი" კონსულტანტი; 2008-2017წწ. "შატო მუხრანის" კონსულტანტი; 2007-2018წწ. შპს "საქართველოს "მარანი" კონსულტანტი; 2015-2020წწ. სტუ აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის მოწვეული პროფესორი; 2014 წლიდან დღემდე გარემოს დაცვისა და ს/მ -ის სამინისტროს სსიპ სოფლის მეურნეობის კვლევითი - ცენტრის მრავალწლიანი კულტურების კვლევის და სარგავი მასალის წარმოების დეპარტამენტის შტატგარეშე კონსულტანტი. წლების განმავლობაში იყო მევენახეობისა და მეღვინეობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტი, მევენახეობისა და მეღვინეობის ენციკლოპედიის მთავარი სარედაქციო კოლეგიისა და ჟურნალ "Садоводство"-ს წევრი. არის ავტორი 220 მეტი სამეცნიერო სტატიის, რამდენიმე წიგნისა და მონოგრაფიისა; აქვს 15 გამოგონება. მონაწილეობა აქვს მიღებული მრავალ საერთაშორისო სიმპოზიუმებსა და საგრანტო პროგრამებში. სწავლული აგრონომი, მევენახე-მეხილე-მებოსტნე. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები, მათ შორის: საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელი (1980), საქართველოს ალკკ კომიტეტი საპატიო სიგელი, ყაზახეთის სსრ ყარაგანდის ოლქის ალკკ კომიტეტის საპატიო სიგელი. მევენახეობა - მეღვინეობის საერთაშორისო ორგანიზაციის OIV ესქპერტი (1997-1990). წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.654; წიგნი ღირსებისა: ტ. 5/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.268 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |