Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ლევან I (ოდიშის მთავარი)![]()
Biography1533-1572წწ. ოდიშის მთავარი, მამია III დადიანის ძე; თავდაპირველად ლევან I დადიანი ცნობდა იმერეთის მეფე ბაგრატ III-ის უზენაესობას და ერისთავთერისთავის ტიტულს ატარებდა, თუმცა, ამავდროულად სრული დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა; 1548 წელს ბაგრატ III-მ ლევან I დადიანი სადარბაზოდ მიიწვია, დააპატიმრა და გამოამწყვდია გელათის სამრეკლოში, საიდანაც იგი სამცხის ათაბაგის ქაიხოსრო III -ის ხელშეწყობით სამცხეში გაიპარა. შემდეგ ლევან I დადიანმა როსტომ გურიელის დახმარებით დაიბრუნა სამთავრო ტახტი; 1557 წელს მას იმერეთის მეფე ბაგრატ III და გიორგი II გურიელი დაუპირისპირდნენ და იგი იძულებული გახდა სტამბოლში გამგზავრებულიყო. თურქეთის ხელისუფლებამ ცნო დამოუკიდებლობა იმერეთის სამეფოსგან; ლევან I დადიანმა ხელმწიფის ტიტული მიიღო. იგი ოსმალთა დახმარებით გურიის მთავარს შეურიგდა: მათ ჭილაძეების სამფლობელო დაიპყრეს და გაინაწილეს. ლევან I დადიანი პირველი იყო დადიანებს შორის, რომელიც ოდიშის მთავარი გახდა; ეს მეფის ტოლფასი სტატუსი გახლდათ იმ გაგებით, რომ იგი არ ემორჩილებოდა უფრო მაღალი რანგის საერო ხელისუფალს, როგორც, მაგალითად, ერისთავები. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 6.-თბ., 1983.-გვ.157; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.319
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |