Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ლევან V დადიანი![]()
Biography1805-1840წწ. ოდიშის მთავარი, გრიგოლ დადიანის ძე; მამის გარდაცვალების დროს მძევლად ჰყავდა აფხაზეთის მთავარს ქელიშბეი შარვაშიძეს, რომლისგან გათავისუფლება 1805 წლის გაზაფხულამდე ვერ მოხერხდა. თავდაპირველად მისი მცირეწლოვანების გამო ოდიშის სამთავროს 4 წევრისგან შემდგარი საბჭოს დახმარებით განაგებდა დედამისი - დედოფალი ნინო (1805-810): 1811 წ-დან ლევან V უშუალოდ შეუდგა სამთავროს მართვა-გამგეობას. აქტიურად მონაწილეობდა რუსეთის ხელისუფლების მიერ დასავლეთ საქართველოში მოწყობილ სამხედრო ექსპედიციებში: 1809 მონაწილეობდა ფოთის აღებაში, 1810 - იმერეთის სამეფოს დამორჩილებაში, 1819-1820წწ. იმერეთისა და გურიის აჯანყების ჩახშობაში. ასევე დაეხმარა მეფის რუსეთს აფხაზეთის სამთავროში რუსეთის ხელისუფლების განმტკიცებაში. 1813 წელს ლევან V შემოიერთა სამურზაყანო, რომელსაც 1840 წლამდე მართავდა. მის დროს, 1830 წელს ოდიშის სამთავროში დაარსდა პირველი სასწავლებელი - მარტვილის სასულიერო სასწავლებელი. 1840 წელს უარი თქვა სამთავრო ტახტზე თავისი შვილის დავითის სასარგებლოდ, თუმცა მთავრის ტიტულს სიკვდილამდე ატარებდა. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 6.-თბ., 1983.-გვ.157; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.320
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |