The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნიკოლოზ იზაშვილი

ნიკოლოზ იზაშვილი
დაბადების თარიღი:14 დეკემბერი, 1910
გარდაცვ. თარიღი:1993  (82 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:საბურთალოს სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი 1931 წელს.

1966 წლიდან  მუშაობდა ა. წულუკიძის სახელობის  უროლოგიისა და ნეფროლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის მოადგილედ სამეცნიერო დარგში. იკვლევდა უროლოგიურ დაავადებათა დიაგნოსტიკისა და მკურნალობის საკითხებს; უროლოგიურ დაავადებათა დროს საირმის მინერალური წყლების მოქმედების მექანიზმებს  და სხვ. არის მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. დაიცვა დისერტაცია თემაზე: "პროსტატის ადენომა და მისი ოპერაციული მკურნალობა" 1963 წელს. მიღებული აქვს მთავრობის ჯილდოები. ქირურგი, უროლოგი, მეცნიერებათა დოქტორი (1963), პროფესორი (1966).

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 5.- თბ., 1980.- გვ. 96;  ქართველი კათოლიკე ექიმები, ნაწ.1. -თბ., 2024. -გვ. 213-218

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1979 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: