Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თამაზ მესხი![]()
Biographyდაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი 1957 წელს. 1957-1968წწ. მუშაობდა ქუთაისის თეატრის რეჟისორად; 1969 წელს მთავარ რეჟისორად; 1971-1979წწ. დირექტორად და სამხატვრო ხელმძღვანლად; 1970-1971წწ. მოსკოვის ვ. მაიაკოვსკის სახ. თეატრის რეჟისორ-სტაჟიორად; 1973 წელს რუსთავის თეატრის რეჟისორად; 1986-1989წწ. დირექტორად და მთავარ რეჟისორად. იყო თბილისის ბავშვთა ცენტრალური თეატრის მთავარი რეჟისორი, ამავე წლიდან ქუთაისის საქალაქო გამგეობის კულტურის სამმართველოს უფროსი და ლ. მესხიშვილის სახ. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი. მის მიერ დადგმული სპექტაკლებიდან აღსანიშნავია ქუთაისის თეატრში: ბ. შოუს "ეშმაკის მოწაფე", ბ. ნუშიჩის "ფილოსოფიის დოქტორი", სოფოკლეს "ანტიგონე", ლ. სანიკიძის "ქუთათურები", ვ. დარასელიას "კიკვიძე" და სხვა; რუსთავის თეატრში: რ. როლანის "მგლები", გ. ბათიაშვილის "ვალი", ე. დე ფილიპოს "ცილინდრი", დ. კლდიაშვილის "სოლომონ მორბელაძე" და სხვა.; კ. მარჯანიშვილის თეატრში: ი. ვაკელის "აპრაკუნე ჭიმჭიმელი" და სოფოკლეს "ოიდიპოს მეფე" (გ. ლორთქიფანიძესთან ერთად). 1975 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. 1998 წლიდან საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს ინსტიტუტის პროფესორი. წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.662 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |