| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კოტე მაცაბერიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის დეკორატიულ-გამოყენებითი ფაკულტეტი 1972 წელს. 1973 წელს მუშაობა დაიწყო კინოსტუდია "ქართული ფილმის" მულტსტუდიაში მულტიპლიკატორად; ამავე წელს მოსკოვში "სოიუზმულტფილმში" გაირა სტაჟირება და მუშაობა გააგრძელა ამავე სტუდიაში დამდგმელ მხატვრად და რეჟისორად. დამდგმელი რეჟისორია ფილმის: "გაზაფხულის დაბადების დღე" (ანიმაციური, 1985); დამდგმელი მხატვარია ფილმის: "ისევ მზეჭაბუკსა და გველეშაპზე" (ანიმაციური, 1976); ანიმატორია ფილმების: "ჭა"(ანიმაციური, 1974), "ჯადოსნური კვერცხი" (ანიმაციური, 1974), "ისევ მზეჭაბუკსა და გველეშაპზე" (ანიმაციური, 1976), "გაზაფხულის დაბადების დღე" (ანიმაციური, 1985), "სიზმარა"(ანიმაციური, 1986), "ბალადა მომღერალზე" (ანიმაციური, 1987) და სხვ. წყარო: ეროვნული ფილმოგრაფია: geocinema.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

