| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ქეთი ტოროტაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი 1981 წელს; ამავე უნივერსიტეტის ასპირანტურა 1988 წელს; ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი (ამჟამად შეესაბამება დოქტორის ხარისხს). მუშაობდა გამომცემლობა "საბჭოთა საქართველოში" რედაქტორად, უნივერსიტეტის საზღვარგარეთის ლიტერატურის ისტორიის კათედრაზე უფროს მეცნიერ-თანამშრომლად. კითხულობდა ლექციებს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში. 1989-1991 წლებში აქვეყნებდა სოციალურ-პოლიტიკური ხასიათის პუბლიკაციებს ქართულ პრესაში (გაზეთები "დედასამშობლო", "თბილისი", "მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო"). ინგლისურიდან და რუსულიდან ნათარგმნი აქვს: უილიამ ს. მოემის რომანი "მოხატული ფარდა" (ჟურნალი "საუნჯე", 1985), ლოურენს გრინის "ძველი აფრიკის უკანასკნელი საიდუმლოებანი", ა. ვ. ჩაკლინის "მოგზაურობა საიდუმლოს ამოსაცნობად გრძელდება", ჩარლზ გალენკემპის "მაია - გამქრალი ცივილიზაციის საიდუმლო". მის თარგმანებს შორისაა მოთხრობები: მურიელ სპარკის "ოჯახის წევრი" (ჟურნალი "პირველი სხივი", 1979), ვაშინგტონ ირვინგის "რიპ ვან ვინკლი" (ჟურნალი "საუნჯე", 1981), დეივიდ ჰ. ლორენსის "ცხენებით მოვაჭრის ქალიშვილი" (ჟურნალი "საუნჯე", 1988) და ამბროზ ბირსის "მხედარი ცაში" (ჟურნალი "ლიტერატურული პალიტრა", 2011). 2011-2012 წლებში აქვეყნებდა სტატიებს ჟურნალში "ისტორიანი". არის ავტორი წიგნებისა: "იმპერატორი ნაპოლეონი" (2013; 2020), "პოლონური ქრონიკები" (2013; 2020), "ინგლისური ლიტერატურის ისტორია" (2013; 2020), "თქმა მართლისა" (2015; 2020), "სიმბოლოები და ალეგორიები" (2016; 2020), "არჩილი" (2018; 2020), "ელექტრონული პორტრეტები" (2019), "ნინოს ცხოვრება" (2021), "როცა მზე ჩადის" (2023). საკანდიდატო დისერტაცია თემაზე "ავტორის პოზიციის თავისებურება XX საუკუნის მხატვრულ პროზაში (ინგლისური და ამერიკული ლიტერატურის მასალაზე)" დაიცვა 1989 წელს. ნინო მამისაშვილისა და ალექსანდრე ტოროტაძის შვილი. Bibliography
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

