შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გივი მელქაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1966 წელს. 1953-1960წწ. მუშაობდა საქართველოს ქრონიკალურ-დოკუმენტური და სამეცნიერო-პოპულარული ფილმების სტუდიაში ოპერატორის ასისტენტად, კინოსტუდია "ქართულ ფილმში"; 1960 წლიდან მუშაობს კომპანია "ქართულ ტელეფილმში". 1960 წლიდან საქართველოს სახელმწიფო ტელევიზიაში ოპერატორად. ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას. ტელეფილმების სტუდიაში გადაიღო რამდენიმე მხატვრული და 70-ზე მეტი სამეცნიერო-პოპულარული მუსიკალური ფილმი და საფონდო სიუჟეტი. დამდგმელი ოპერატორია ფილმების: "კვლავ მივლინებაში" (1963), "ჩვენი ქალაქი"(დოკუმენტური, 1964), "ძმები ერქომაიშვილები" (დოკუმენტური, 1966), "მზიური" (1973), "მწირი" (1976), სატელევიზიო დოკუმენტური სერიალი "გზა" (რ. ბატატუნაშვილსა და გ. სარაჯიშვილთან ერთად; რეჟ. მ. კოკოჩაშვილი, 1983), "მღერის მედეა ძიძიგური" (დოკუმენტური, 1981), "პალესტინის სიძველეთა საიდუმლოება" (1967), "რუსთაველის ნაკვალევზე" (1968), "ვინ თესავს ქარს" (1969, სამივეს რეჟ. გ. პატარაია), "ორერა" სრული სვლით!» (1970), "ნორვეგიის ფიორდები" (1975), "მალტა" (1975), "ვენეცია" (1975, სამივეს რეჟ. გ. ბარნაველი), "მსაჯი" (ჯ. ყურაშვილთან ერთად, რეჟ. გ. ჩირაძე, 1981) და სხვ. კინოოპერატორი. წყარო: ეროვნული ფილმოგრაფიის ვებ-გვერდი: geocinema.ge; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |