Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გურამ ვარშალომიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ხელვაჩაური, ახლანდელი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო გეოლოგიის ფაკულტეტი 1964 წელს. 1964-1970 წლებში მუშაობდა ტრესტ "საქნავთობის", აზერბაიჯანის "ყარადაღნავთობის" და "აფშერონ ნავთობის" საწარმოებში, საქართველოს სამთო მექანიკის, საბადოთა დამუშავებისა და აფეთქების ფიზიკის ინსტიტუტში, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამთო მექანიკის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში. 1991-1993 წლებში იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე. 2005-2006 წლებში "საქნავთობის" გენერალური დირექტორი. 2006 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. იყო ნავთობისა და გაზის ჭაბურღილების, ბურღვის ტექნიკისა და ტექნოლოგიების კათედრის გამგე. 2007 წლიდან მუშაობდა ნავთობისა და გაზის ტექნოლოგიების დეპარტამენტის ხელმძღვანელად და შპს "საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციაში" მრჩეველ-ექსპერტად. გურამ ვარშალომიძის გამოკვლევები ეძღვნება ენერგო და რესურსდამზოგავი ეკოლოგიურად სუფთა თვითგავრცელებადი მაღალტემპერატურული სინთეზის ტექნოლოგიას. შედეგები დაინერგა "საქნავთობში", "თბილისის მეტროპოლიტენსა" და"ყუბანგაზმრეწვში" (რუსეთის ფედერაცია). მისი ახალი სამეცნიერო კვლევები ეხება ანტირადიაციული მასალის მიღების ახალ ტექნოლოგიებს. გამოქვეყნებული აქვს 5 მონოგრაფია და შრომები საქართველოსა და საზღვარგარეთის მრავალ ქვეყანაში. აქვს გამოგონებები. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (1996), პროფესორი (1999), ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ემერიტუს პროფესორი. სამთო ინჟინერი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.183; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.339 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |