Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
სერგეი ლაშქაროვი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. მოსკოვი. ვახტანგ VI-ის ამალასთან რუსეთში გადახვეწილ ლაშქარ(იგივე ლაზარე) ბიბილურის ვაჟიშვილი; ქართულთან და რუსულთან ერთად კარგად იცოდა ფრანგული, იტალიური, თურქული, არაბული, სპარსული, ძველი და ახალი ბერძნული, სომხური ენები; 1762 წელს იგი რუსეთის საგარეო საქმეთა კოლეგიაში მუშაობდა, შემდგომ რუსეთის კონსტანტინეპოლის საელჩოში იყო საელჩოს მრჩეველი, ელჩის მოვალეობის შემსრულებელი და პირველი კონსული დუნაის სამთავროებში; მონაწილეობდა ქუჩუქ-კაინარჯისა(1774) და იასის(1791) საზავო მოლაპარაკებაში; დიდი როლი შეასრულა ყირიმის სახანოს რუსეთთან შეერთების საქმეში, რისთვისაც ეკატერინე II-მ კანცლერ-მრჩევლის წოდება მიანიჭა; განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი მონაწილეობა რუსეთ-საქართველოს, აგრეთვე რუსეთ-კავკასიელ მთიელთა ურთიერთობის საქმეში; იგი საქართველოს რუსეთთან შეერთების საკითხში მთავარი მრჩეველი იყო; 1807 წელს მართავდა მოლდავეთსა და ვლახეთს, სადაც დიდი მზრუნველობა გამოიჩინა ადგილობრივი კათოლიკი მოსახლეობის მიმართ, რისთვისაც რომის პაპის მადლობა დაიმსახურა. გენერალ-მაიორ გრიგოლ, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრე, გენერალ-მაიორ პავლე ლაშქაროვების მამა. რუსი დიპლომატი, თარჯიმანი, გენერალ - ადიუნტანტი(1792), საიდუმლო მრჩეველი(1800), წარმოშობით ქართველი. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 6.-თბ., 1983.-გვ.149; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.309 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |