Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
იგორ ნაგორნი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო ფიზკულტურის ინსტიტუტი 1957 წელს; საკავშირო რადიომაუწყებლობისა და ტელევიზიის სახელმწიფო კომიტეტთან არსებული უმაღლესი კინოსაოპერატორო კურსები 1964 წელს. 1958 წლიდან მოღვაწეობს საქართველოს ტელევიზიაში; იყო საქართველოს ტელევიზიის მთავარი კინოოპერატორი. უმაღლესი კატეგორიის ოპერატორი. მის მიერ გადაღებული ფილმებიდან აღსანიშნავია: "დედის ხელი"(1957); სსრკ ხალხთა სპარტაკიადა: (1958); "სოფლის ცხენოსნების შეჯიბრი" (1958), "სოფელი ბახვი" (1959), "მეგობრობის ალბომი"(1959), "მათი ბედნიერება" (1959), "ბაკურიანი, სპარტაკიადა" (1962), "ანკესი და სეინერი" (1962), "ფოტონოველა"(1961), "ომარ ჯოხაძე" (1963)", "გია მიდის ყამირზე" (1963), "მისი დღე" (1964), "მიხვედრილი კაცი"(1964), "სულერთია დაგეწევი" (1964), "პეტრე ამირანაშვილი" (1965), "მე თვითონ" (1965), "გრიბოედოვის თეატრი"(1955), "რუსთაველის თეატრი'' (1965), "რთველი"(1966), "გაიცანით ქართული ჩაი" (1966), "ქართული ჭიდაობა"(1967), "ჭადრაკის დედოფალი" (1968), "ჟან ვილარი თბილისში" (1967), "მიხაი ზიჩი" (1968), "მოქანდაკე კანდელაკი"(1968), "მოქანდაკე ამაშუკელი" (1970), "შეხვედრამდე" (1970), "ცეკვის ჯადოქარი" (1971), "შეხვედრა ლადო გუდიაშვილთან" (1976), "ქართველ კინომოღვაწეთა შემოქმედებითი პორტრეტები" (1980), "მომღერალთა ოჯახი"(1981). წყარო: ხელოვნების კალენდარი: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1993.- გვ.47; ეროვნული ფილმოგრაფია: geocinema.ge; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.59 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |