შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიგო ლელაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ხოვლე, გორის მაზრა. რევოლუციური მოძრაობის მონაწილე საქართველოში. მონაწილეობდა ავლაბრის არალეგალური სტამბის შექმნაში. რევოლუციური მოღვაწეობისთვის არაერთხელ დააპატიმრეს და გადაასახლეს. 1905-1907 წწ. რევოლუციის დროს მონაწილეობდა თბილისის მუშების გამოსვლებში. 1906 წელს კვლავ ავლაბრის არალეგალურ სტამბაში იყო. შემდეგ, პარტიის ცკ-ს გადაწყვეტილებით პეტერბურგის ერთერთ სტამბაში გადავიდა სამუშაოდ. 1907-1917 წწ. თბილისში დაიწყო პარტიული მუშაობა; იბრძოდა მენშევიკური მთავრობის წინააღმდეგ, რისთვისაც დააპატიმრეს. 1920 წლიდან ჩრდილოეთ კავკასიაში იყო, XI წითელი არმიის შტაბში. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ სხვადასხვა საპასუხისმგებლო სამუშაო ებარა. პარტიული მუშაკი, რევოლუციონერი. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 6.-თბ., 1983.-გვ.165 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |