Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ალექსანდრე მეტრეველი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1971 წელს. სამოყვარულო ჩოგბურთის ერთ-ერთი უძლიერესი წარმომადგენელი; 1973 წელს უიმბლონის ტურნირის ფინალისტი ერთეულთა თანრიგში და 1968 და 1970 წლებში ორგზის ფინალისტი წყვილთა თანრიგში. 1970-1978წწ. ევროპის 16-გზის ჩემპიონი ერთეულთა, წყვილთა და შერეულ წყვილთა თანრიგში, სსრკ 29-გზის ჩემპიონი ერთეულთა, წყვილთა და შერეულ წყვილთა თანრიგში, მოგებული აქვს 8 პროფესიული ტურნირი ერთეულთა თანრიგში და 2 წყვილთა თანრიგში. 1972-1974წწ. დასახელებული იყო მსოფლიოს უძლიერეს ჩოგბურთელად მოყვარულთა შორის; 1974 წელს შევიდა მსოფლიოს მოყვარულ და პროფესიონალ ჩოგბურთელთა ათეულში მეცხრე ნომრად. დამარცხებული ჰყავს მსოფლიო ჩოგბურთის კორიფეები ჯონ ნიუკომბი, ჯომი კონორსი, იან კოდეში და სხვა. გამოირჩეოდა აქტიურ კომბინაციური თამაშით, აქცენტით - ბადესთან გასვლაზე. მაღალი ფსიქოლოგიური და ფიზიკური მომზადებით. მწვრთნელი - არამ ხანგულიანი. ჩოგბურთელი. წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.666; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.453 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |